ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - 15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.01 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.28 თეთრით გამყარდა. 15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6928 ლარია, ერთი ევროსი - 2.9648 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები