კრიმინალი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ნიკოლოზ გოგოლის ქუჩაზე გასულ ღამით შუახნის მამაკაცი დაჭრეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის, უცნობია რა გახდა დაჭრის მიზეზი.

კომენტარები