ზუგდიდში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხანძარი ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ.
ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანი მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი კლინიკაში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.