ხანძარი ზუგდიდში

ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მთავარი არხი

ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგამათბობელმა გამოიწვია. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უთხრეს, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ხანძარი კი უკვე ჩამქრალია. 

კომენტარები