ლარი დოლართან 0.25 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.2 თეთრით. 12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6942 ლარია, ერთი ევროსი - 2.9431 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი - 2.96 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





