დღეს, 12 აგვისტოს, კოალიცია ძლიერი საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეები საარჩევნოდ ლელოს, ანა დოლიძის ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივ მოძრაობას, თავისუფლების მოედანს შეუერთდა.
ელისაშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ახლა არა ბოდიშების, არამედ შერიგების დროა.
"ვიცი, რომ მტერი დავამწუხრე ჩვენი შერიგებით და ჩვენი ერთობით, ხოლო მოყვარე ძალიან გავახარეთ და პატარა ახსნაც უნდა ამას.
მე და მამუკას, გახსოვთ, ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი გვქონდა ერთხელ და მთელი საქართველო გვადევნებდა თვალყურს; შემდეგ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, ვიმსჯელეთ და ვუთხარით, რომ ახლა ბოდიშების დრო არ იყო, ახლა შერიგების დრო იყო.
ამიტომაც, მეც (ჩემს თავში) და მამუკამაც (თავის თავში), დავამარცხეთ ის წყენა იმიტომ, რომ არ გვაქვს უფლება, ჩავრჩეთ მარტო იმ ეთერში, სადაც საზიზღრობებს ვეუბნებოდით ერთმანეთს". - თქვა ელისაშვილმა გამართულ ღონისძიებაზე.