საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

უკრაინა კურსკის ოლქში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს – კურსკის გუბერნატორი

უკრაინელი სამხედროები სუმის ოლქში, კურსკის ოლქის საზღვრის მახლობლად
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

კურსკის გუბერნატორის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე თქვა, რომ ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

მოხსენებისას სმირნოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქში სიგრძეში 12, ხოლო სიგანეში 40 კილომეტრით არიან შესულები.

სმირნოვის თქმით, უკრაინის შეტევების შედეგად 12 მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული, ამ დროისთვის კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 000 ადამიანი.

გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც მთავრობის საგანგებო სხდომას ხელმძღვანელობდა თქვა, რომ სასაზღვრო რეგიონში კონფლიქტი გრძელდება და "არ არის გამორიცხული, უკრაინა ბრიანსკის ოლქშიც შევიდეს".

 

კომენტარები