ჰოლივუდი

DEADPOOL & WOLVERINE-მა მსოფლიო კინოგაქირავებაში $1 მილიარდი გამოიმუშავა

დედპული და ვულვერინი
Disney

დედპული და ვულვერინი მსოფლიო კინოგაქირავების ლიდერია. Disney-ს ახალმა ბლოკბასტერმა მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა.

დედპულის ტრილოგიის მესამე ნაწილმა $1 029 531 382 გამოიმუშავა. აქედან $494 331 382 ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკის კინოგაქირავებაში შეაგროვა.

2024 წელს Deadpool & Wolverine მეორე ფილმი გახდა, რომელმაც მილიარდის შეგროვება შეძლო. პირველ ადგილს $1.5 მილიარდით, ასევე Disney-ს პროექტი, Inside Out 2 იკავებს. 

საქართველოში ორივე ფილმის ნახვა კინოთეატრების ქსელ Cavea-შია შესაძლებელი.

კომენტარები