"ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ძალადობა აშკარა ნიშანია იმისა, რომ ეშინიათ რადგან იციან, მათი დრო დასრულდა!" - ასე ეხმაურება კოალიცია ერთიანობის წევრი, პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე კოალიცია ცვლილებებისთვის წევრ ნიკა მელიაზე თავდასხმას.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასე დაგვყოფს, თუმცა ისინი ცდებიან, ქართველი ხალხის ნებას წინ ვეღარაფერი აღუდგება.
26 ოქტომბერს ერთიანობით და საერთო ძალისხმევით მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და ერთად გავიმარჯვებთ!" - ამბობს ვაშაძე.
სამტრედიაში კოალიცია ცვლილებისთვის ოფისის გახსნის შემდეგ პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ე.წ ტიტუშკა თავს დაესხა და ჩაარტყა.





