საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ბელარუს უფლებადამცველ რომან კისლიაკს საერთაშორისო დაცვაზე უარი უთხრა.
"საქართველო თვლის, რომ მე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოვადგენ. ნაწილობრივ ეს მოსალოდნელიც იყო". - თქვა კისლიაკმა.
კისლიაკი დეპარტამენტისგან პასუხს ერთი წლის განმავლობაში ელოდებოდა. უფლებადამცველის თქმით, 2019-2024 წლებში დეპარტამენტს არც ერთი პირისთვის საერთაშორისო დაცვაზე დადებითი პასუხი არ გაუცია.
უფლებადამცველმა ბათუმში აქციაც გამართა, რომლის მონაწილეები შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტისგან გადაწყვეტილების დროულად მიღებას ითხოვდნენ.
კისლიაკი 2021 წელს ბათუმში გაიქცა, მას შემდეგ, რაც ბელარუსის КГБ-მ მისი სახლი გაჩხრიკა და ინფორმაციის მატარებელი ყველა ხელსაწყო შესასწავლად წაიღო.