NASA-ს ცნობით, კოსმოსში რვადღიან მისიაში გაშვებული ასტრონავტები შესაძლოა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2025 წლამდე დარჩნენ.
ორი ამერიკელი ასტრონავტი, რომლებმაც დედამიწა ივნისში რვადღიანი მისიისთვის დატოვეს, შესაძლოა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) Boeing-ის Starliner-ის კაფსულასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დარჩეს.
NASA-ს წარმომადგენლების თქმით, ასტრონავტები ბუტჩ უილმორი და სუნი უილიამსი პირველები არიან, ვინც კოსმოსში Boeing-ის Starliner კაფსულით გაფრინდა. მათი დაბრუნება შეიძლება გაჭიანურდეს იქამდე, სანამ დედამიწამდე Starliner-ით მოგზაურობის უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება. დედამიწაზე დაბრუნების პრობლემა გამოწვეულია Starliner-ის მამოძრავებელი სისტემების გაუმართაობით, რაც საფრთხეს უქმნის ასტრონავტების მშვიდობიან დაბრუნებას.
7 აგვისტოს NASA-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ იმ შემთხვევაში თუ Starliner-ის დროულად შეკეთება ვერ მოხერხდა, ასტრონავტები შესაძლოა SpaceX-ის Crew Dragon-ით დედამიწაზე სავარაუდოდ 2025 წლის თებერვალს დაბრუნდნენ.
Boeing-მა ივლისში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სახმელეთო ტესტირების შემდეგ, ინჟინრებმა დაადგინეს Starliner-ში არსებული პრობლემები, მათ შორის, ტრასტერების მკვეთრი გაუმართაობა და ჰელიუმის გაჟონვა.
The Guardian-ის ბოლო ინფორმაციით, NASA-ს და Boeing-ის ლიდერებს საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდათ, რადგან გაჩნდა კითხვები რამდენად შეუძლია Boeing-ის Starliner-ს ასტრონავტების უკან უსაფრთხოდ დაბრუნება.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



