NASA

53 წლის შემდეგ პირველად NASA-მ მთვარის გარშემო მისიაზე ასტრონავტები გაგზავნა (VIDEO)

53 წლის შემდეგ პირველად NASA-მ მთვარის გარშემო მისიაზე ასტრონავტები გაგზავნა.

მისია არტემის II-ის რაკეტა ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ამ წუთებში აფრინდა.

ასტრონავტები კოსმოსში 10 დღეს გაატარებენ, რის შემდეგაც დედამიწაზე წყნარ ოკეანეში დაშვებით დაბრუნდებიან.

მისიის კოსმიური ხომალდის ეკიპაჟის წევრები არიან: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კოხი გახდება პირველი ქალი, გლოვერი - პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჰანსენი - პირველი არაამერიკელი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს

კომენტარები