რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურ Суджа-ზე. ცნობის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.
სწორედ ამ სადგურზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.
ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურსკის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოლქში შესვლას "პროვოკაცია" უწოდა.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში მდებარე კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს. 7 აგვისტოს დილით გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.





