აშშ-საქართველო

აშშ-მ საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სამართლის სკოლას დაფინანსება შეუჩერა

შეერთებულმა შტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება შეუჩერა.

ტაბულას საკონსტიტუციო სასამართლოში ინფორმაცია დაუდასტურეს და უთხრეს, რომ დაფინანსების შეჩერება ერთჯერადია, გადაწყვეტილება მხოლოდ 2024 წლის საზაფხულო სკოლაზე ვრცელდება და ეს არ ნიშნავს, რომ USAID-ი პროგრამის მხარდაჭერას სამუდამოდ წყვეტს.

საკონსტიტუციოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წლებში საზაფხულო სკოლა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მონაწილეობით ტარდებოდა.

31 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ "აშშ აჩერებს $95 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებელს საქართველოს მთავრობა ნახულობს".

5 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-მ ფინანსური დახმარება შეუჩერა. მოგვიანებით აღნიშნული დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მანამდე, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო.

კომენტარები