რუსული რეჟიმი

სარჯველაძე ლუგარის ლაბორატორიაზე: საუბარია რამდენიმე პროექტის, ტრენინგების შეჩერებაზე

საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ, თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში, მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის, თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, თითქოსდა დაფინანსების შეწყვეტის და ა.შ.

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვის ან საქმიანობის შეფერხებაზე არ არის.

საუბარი რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ.

[...] საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ 95 მილიონზე საუბარი და ასეთ ასტრონომიულ ციფრებზე საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ ლუგარის ლაბორატორიაზე და დაავადება კონტროლის ცენტრზე, ახლოსაც არ არის.

აქ შეიძლება იყოს ლაპარაკი, ვთქვათ ორი მილიონი ლარის ირგვლივ - აქედანაც ბუნებრივია, რომ გარკვეული შეფასება დასჭირდება ამ ყველაფერს და შეიძლება ეს რიცხვი არც იყოს, შეიძლება დაგეგმვის შემდეგ ჩამოვყალიბდეთ ახალ ფორმატებზე.

ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ საქართველოს მხარეს, თითქოს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა, ეს რა საკვირველია, მტკნარი სიცრუეა.

რაც შეეხება თითქოსდა კავშირს, რომელიმე მიღებულ საკანონმდებლო აქტთან - მე ვფიქრობ, რომ ასეთი კავშირი ობიექტურად არ არსებობს.

განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

ფორმულას ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-მ ფინანსური დახმარება შეუჩერა.

31 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ "აშშ აჩერებს $95 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებელს საქართველოს მთავრობა ნახულობს".

კომენტარები