რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ თეირანიდან აზერბაიჯანში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში შოიგუ ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ალიევმა და შოიგუმ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ილაპარაკეს.
"რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობას, აქ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ პოზიტიურ დინამიკაზე". – თქვა ალიევმა შეხვედრაზე.
5 აგვისტოს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ირანს ეწვია. შოიგუ თეირანში ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ალი აკბარ აჰმადიანს, გენშტაბის მეთაურ მუჰამედ ბაღერისა და ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.





