შემოსავლების სამსახური

საბაჟო გამშვებ პუნქტ ყაზბეგში საბაჟო კონტროლის პროცედურები რამდენიმე საათით შეჩერდება

6 აგვისტოს, 05:00 საათიდან 10:00 საათამდე, საბაჟო გამშვებ პუნქტ ყაზბეგში საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერდება. მიზეზად შემოსავლების სამსახური ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს, კერძოდ, ავტომატური სარეზერვო ელექტროგამანაწილებელი ქსელის განახლებას.

"საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება

ამასთან, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი დარიალის გავლით, მგზავრთა მიმოსვლა (საპასპორტო კონტროლი და საბაჟო პროცედურები) ორივე მიმართულებით იქნება შეჩერებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, 24/7-ზე, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება" - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

კომენტარები