ევოლუშენ ჯორჯია

ევოლუშენი: თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, მოგვიწევს შევზღუდოთ წარმომადგენლობა საქართველოში

ევოლუშენ ჯორჯია ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია საქართველოში მუშაობას შეწყვეტს. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ლი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.

ეს მოცემულობა ცვლის ევოლუშენ საქართვგელოს გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპრაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.

ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვახოციელებდით ინვისტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რელობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, ევოლუშენის იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში". - წერია ევოლუშენ ჯორჯიას განცხადებაში. 

ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლების ნაწილი რამდენიმე კვირაა გაფიცულია. პირველ აგვისტოს გაფიცულებმა კომპანიის შენობების შესასვლელები დაბლოკეს. გაფიცვის დაწყებამდე გავრცელდა კომპანიის მენეჯერების შიდა მიმოწერები, სადაც ჩანდა თანამშრომლების მიმართ ღირსების შემლახავი დამოკიდებულება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით 23 ივლისს ევოლუშენმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოკვლევის შემდეგ, მიმოწერაში მონაწილე პირებს კომპანია დაატოვებინეს. 

"გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერას ეხება, კატეგორიულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევოლუშენის ქცევის კოდექსსა და ჩვენს საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ, ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ ევოლუშენის გუნდს.

თანამშრომელთა ნებისმიერ რგოლში დაფიქსირებულ მიუღებელ ქმედებას ვუდგებით მკაცრად, სამართლიანად და ვმოქმედებთ საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად. ამდენად, მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას. კომპანიისთვის მიუღებელი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში ვიმოქმედებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ევოლუშენის ღირებულებების მოთხოვნათა დაცვით". - წერია ევოლუშენის განცხადებაში. 

კომენტარები