აფგან სადიგოვი

სადიგოვის ადვოკატი: თვითონაც აცხადებდა, რომ ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ

თვითონაც აცხადებდა, რომ ემუქრებოდნენ არამარტო მისი, არამედ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ეს რისკები, რა თქმა უნდა არის, რომ ესქტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს (მისი განცხადებით) წამებას ან შეიძლება ლიკვიდაციაც მოხდეს.

რა მტკიცებულებებია, რაზე დაყრდნობით ხდება ყველაფერი ამაზე უნდა მოხდეს შეფასება და ამის მიხედვით უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ.

თქვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

კომენტარები