საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორის, თომას ჯოლის მიმართ სიკვდილი მუქარა დაგმო.
გამოცემა Deutsche Welle-ს თქმით, მაკრონი აღშფოთებულია ბოლო პერიოდში ჯოლის მისამართით გავრცელებული კიბერბულინგის გამო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "ფრანგი ხალხი ძალიან ამაყობს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით, ხოლო საფრანგეთმა სითამამისა და მისთვის დამახასიათებელი, მხატვრული სულისკვეთების დემონსტრირება მოახდინა".
Deutsche Welle-ს თქმით, აქამდე საფრანგეთის პროკურატურამ, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორის, თომას ჯოლის მიერ მუქარის შემცველი გზავნილების საფუძველზე, უწყებაში შეტანილი განცხადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ჯოლის თქმით, მან სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი მესიჯები მიიღო, რაზეც გამოძიება უკვე დაწყებულია.