ლარი დოლართან 0.14 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.35 თეთრით. 1 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7133 ლარია, ერთი ევროსი - 2.9271 ლარი.
- თურნავა ლარის გაუფასურებას "არაფრიდან წარმოქმნილ აჟიოტაჟს" უწოდებს
- კობახიძე: მადლობა ნათია თურნავას, ეფექტიანად მართა პროცესი და უზრუნველყო ლარის სტაბილურობა
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.76 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.72 ლარია, ევროსი - 2.94 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.