11 სექტემბრის ტერაქტი

11 სექტემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილმა სამმა პირმა სასამართლო გარიგებას მიაღწია

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილმა სამმა პირმა წინასაპროცესო გარიგებას მიაღწია. ამის შესახებ ცნობა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა.

ხალიდ შეიხ მუჰამედი, ვალიდ მუჰამედ სალიჰ მუბარაკ ბინ ატაში და მუსტაფა აჰმედ ადამ ალ-ჰავსავი აშშ-ს გუანტანამოს ციხეში უკვე რამდენიმე ათწლეული არიან განთავსებული ისე, რომ მათი სასამართლო პროცესი არ შემდგარა.

გარიგების დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა ამერიკულ მედიაში წერენ, რომ სამი ეჭვმიტანილი ბრალის აღიარებას დათანხმდა იმ პირობით, რომ მათ სიკვდილით დასჯის განაჩენს არ მიუსჯიან.

გავრცელებული ცნობებით, ეჭვმიტანილები ბრალს დაახლოებით მომდევნო კვირამდე აღიარებენ.

11 სექტემბრის ტერაქტებს, როცა ალ-კაიდას ტერორისტებმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი ადამიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე, ე.წ. ტყუპ კოშკებზე თვითმფრინავების შეჯახების შედეგად დაიღუპა. ამ ტერაქტებს აშშ-ს მიერ ტერორიზმზე ომის გამოცხადება და ავღანეთში შეჭრა მოჰყვა.

ხალიდ შეიხ მუჰამედი თავდასხმის მთავარ დამგეგმავად ითვლება. 

ტაბულა საკუთარი არქივიდიან 11 სექტემბრის ტერაქტების სრულ ისტორიას გთავაზობთ – 20 წელი 9/11-ის შემდეგ – ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტის ისტორია.

 

კომენტარები