როცა აშშ-ს სენატში რუსეთს, ირანსა და ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, ბოროტების ღერძის აქტორებად მოიხსენიებენ, ივანიშვილის მთავარ პარტნიორებად სწორედ ეს ქვეყნები გვევლინებიან და არა ევროპა და აშშ. მათ შორის, ამაზე მეტყველებს ირაკლი კობახიძის ბოლო ვიზიტი, როდესაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა, სადაც ისმოდა შეძახილები: "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს". და სადაც, თავად კობახიძე ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ლიდერთან, ისმაილ ჰანიასთან ერთად იყო წარმოდგენილი, რომელიც ამ ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოკლეს, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი.
ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოს ტრადიციული პარტნიორები და მეგობრები, აშშ და ევროპა გააუცხოვა და ისინი ტერორისტული ორგანიზაციებითა და ავტოკრატიული ქვეყნებით ჩაანაცვლა - როგორიც არის: რუსეთი, ირანი და ჩინეთი. ეს საქართველოს ტოტალური, საერთაშორისო იზოლაციის მცდელობა და ევროატლანტიკური მომავლის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხეა, რომლის თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობა არის 26 ოქტომბრის არჩევნები, როცა ქართველ ხალხს შეუძლია, საკუთარი ევროატლანტიკური არჩევანით, საქართველო ევროატლანტიკური განვითარების გზაზე დააბრუნოს.