ტერორისტებთან ერთად სიარული, მათთან ერთად გამოჩენა და ყოფნა არის ბუნებრივი პოლიტიკური განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ქართული ოცნების პირობებში საკუთარ თავს ხედავს ტერორისტულ ჯგუფებთან, კრემლთან და ჩინეთთან ერთად, მაგრამ არ ხედავს საკუთარ თავს ამერიკასთან და ევროპულ კავშირთან ერთად.
ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ განაცხადა, სად არის მისი ღირებულებითი ღერძი იმიტომ, რომ ეს არის ჩინეთი, ირანი და არა ვაშინგტონი და ბრიუსელი.
შესაბამისად, ყველა ქართველი უნდა გამოვიდეს და 26 ოქტომბერს შეცვალოს ეს ღირებულებით ღერძი.





