საქართველო-აშშ

პრემიერი: საქართველო პატარა ქვეყანაა, აშშ-ს ხელშია ურთიერთობების გადატვირთვა

ყველა შემთხვევაში, ვფიქრობ, ომი დასრულდება მომავალ წელს, იქნება ეს ერთი ადმინისტრაცია თუ მეორე ადმინისტრაცია და სწორედ ომის დასრულების შემდეგ გამარტივდება ურთიერთობების გადატვირთვა ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, იქნება ეს "დემოკრატების“ თუ "რესპუბლიკელების“ ადმინისტრაცია.

აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას.

საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი სახელმწიფო მსოფლიო გავლენით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მათ ხელშია. ჩვენ არ შეგვიძლია არსებითად რაიმეს შეცვლა. მთავარია, რომ ვდგამთ ნაბიჯებს და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. როგორც კი ეს ნაბიჯები გადმოიდგმება, მაშინვე მოხდება გადატვირთვა.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე იმედი LIVE-ში.

კომენტარები