საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი 1-წლიანი იჯარით დანიურ კოპენჰაგენს შეუერთდა. დანიელებს სეზონის ბოლოს გიორგის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გამოჩნდა. კოპენჰაგენი დიდი კლუბია, მინახავს მათი წარმატებული თამაში ევროპულ ტურნირებზე. კლუბის, გულშემატკივრებისა და ქალაქის შესახებ დავითისგან [ხოჭოლავა] მხოლოდ კარგი მსმენია". - აღნიშნა გოჩოლეიშვილმა.
გიორგი გოჩოლეიშვილი დანიურ კლუბში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გასული წელიწადნახევარი გოჩოლეიშვილმა დონეცკის შახტარში გაატარა, მანამდე კი ის იბერია 1999-ის შემადგენლობაში თამაშობდა.