ფრედერიკ ბეგბედერი

სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებული ფრედერიკ ბეგბედერის საქმე დახურა

ფრედერიკ ბეგბედერი
BFMTV

სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებული ფრედერიკ ბეგბედერის საქმე, მტკიცებულებების არ ქონის გამო დახურა.

2023 წლის დეკემბერში ფრანგი მწერალი პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. 99 ფრანკის ავტორი განყოფილებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა საქმე სასამართლომდე მაინც მივიდა.

ქალი, რომლის სახელიც უცნობია, ბეგბედერს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. ბრალმდებლის თქმით შემთხვევა სასტუმრო პოში მოხდა. წყვილს ღამის განმავლობაში ორჯერ ჰქონდა სექსი, ქალის თქმით, პირველად თანხმობით, ხოლო მეორედ – თანხმობის გარეშე.

კომენტარები