ფრედერიკ ბეგბედერი

99 ფრანკის ავტორი, ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მკითხველს შეხვდება

TV France

თბილისს ფრანგი მწერალი, 99 ფრანკის ავტორი, ფრედერიკ ბეგბედერი ესტუმრება. ინფორმაცია გამომცემლობა Palitra L ავრცელებს

"4-6 მაისს ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მკითხველს შეხვდება. მწერალი მკითხველთან შეხვედრებს გამართავს, უპასუხებს მათ კითხვებს და დაარიგებს სამახსოვრო ავტოგრაფებს". – წერია გამომცემლობის ფეისბუქ გვერდზე.

ბეგბედერი თბილისს მეორე სტუმრობს. ფრანგ ავტორს ქართველ მკითხველთან პირველი შეხვედრა 2016 წელს ჰქონდა.

ფრედერეკ ბეგბედერი ფრანგი მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ტელეწამყვანია. მისი ყველაზე ცნობილი რომანია 99 ფრანკი, რომელიც 2003 წელს გამოვიდა და საერთაშორისო ბესტსელერად იქცა.

კომენტარები