ფრედერიკ ბეგბედერი

Le Parisien: ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

TV France

Le Parisien-ი საფრანგეთის პოლიციასა და ბეარნის ოლქის ქალაქ პოს პროკურორზე დაყრდნობით წერს, რომ მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.   

Le Parisien-ის ორი წყაროს თანახმად, ახალგაზრდა ქალმა, რომელთანაც ფრედერიკ ბეგბედერს, სავარაუდოდ, ურთიერთობა "რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა", მწერლის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი, სადაც ბრალს გაუპატიურებაში სდებდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, შემთხვევა სავარაუდოდ მოხდა მაშინ, როდესაც ისინი ერთსა და იმავე საწოლში, სასტუმროს ნომერში იმყოფებოდნენ. 

ადგილობრივი გამოცემა პროკურორზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ფრანგი მწერალი უარყოფს მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს.

განახლება: Le Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ ბეგბედერი განყოფილებიდან გაათავისუფლა, თუმცა, გამოძიება კვლავ გრძელდება.

კომენტარები