გამოძიება და მიმდინარე პროცესი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ნათელი გამოვლინებაა იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქართული ოცნების სამშვიდობო პოლიტიკის პარალელურად.
მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ მიხარია, ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე. მიუხედავად იმისა, რას იტყვის და რას "იმაიმუნებს" ჩვენი ოპოზიცია პოლიტიკურად და მავნებლურად ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ, დღეს ფაქტია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საწყის ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე პრევენციულად განხორციელებულია გარკვეული ღონისძიებები, რომლებმაც, სავარაუდოდ, დიდი საფრთხე აგვარიდა.





