არჩევნები 2024

ნათელაშვილი ივანიშვილს: ან კანონი შეცვალე, ან საერთაშორისო ტრიბუნალსაც მოგიწყობ ჰააგაში

ათეულ ათასობით ადამიანმა ხელი მოუწერა ლეიბორისტულ პარტიას პეტიციაზე, რომ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს თან საუკუნის ანეგდოტია - სპეციალურად მიიღეს ჩვენთვის კანონი, რომ ხალხი შევაწუხოთ ხელმოწერების შეგროვებით მაშინ, როდესაც ეს ჩვენ არასოდეს არ გვჭირდებოდა. 

[...] მე აქედან მივმართავ ოლიგარქ ივანიშვილს - ან ეს კანონი შეცვალე, დაგვიბრუნე უფლებები, რაც გვქონდა, როგორც კვალიფიციურ პარტიას, ან სანქციებს ხომ დაგპირდი, ბიძინა და შეგისრულე, საერთაშორისო ტრიბუნალსაც მოგიწყობ ჰააგაში. ეს კარგად დაიხსომე შენ და შენმა მიმდევრებმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფორმულასთან. 

კომენტარები