არჩევნები 2024

ელისაშვილის პარტია მოქალაქეები საარჩევნოდ ლელოსთან ერთიანდება

ალეკო ელისაშვილი და მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე/Facebook

ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეები ლელოს, ანა დოლიძის ხალხისთვისა და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედნის საარჩევნო ერთობას უერთდება.

შესაბამის ფოტოს ლელოს თავმჯდომარე Facebook-ზე ავრცელებს წარწერით - "ძლიერი საქართველოსთვის". ინფორმაციას ტაბულას პარტიის პრესსამსახურიც უდასტურებს.

ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ 17 ივლისს გაერთიანდნენ.

კომენტარები