ეს არის ყველანაირი, ადამიანური და სახელმწიფოებრივი ღირსებისგან დაცლილი მოღალატეების პიარ-კამპანია.
არაფერს რეალურად არ იძიებენ. რეალურად გამოძიება თუ გინდა და თუ ეჭვი გაქვს, რომ ვიღაც უკანონობას აპირებს, ასეთ პიარს არ ატარებ.
ეს არის მათი გზავნილი, ვითომ არეულობას ებრძვიან და გლობალურ ომის პარტიას - ამის გამო შეურაცხყოფას აყენებენ იმ ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო საკუთარ სიცოცხლეს რისკავს.
ჩვენი მტრების, ვინც გენოციდი მოგვიწყო 90-იანებში, ვინც გვბომბავდა, ვინც ხალხი მოგვიკლა, ვინც ჩვენს არსებობას და ჩვენს ოჯახებს საფრთხეს უქმნის, იმ მტრის წინააღმდეგ არასდროს, არცერთი დაკითხვის შესახებ არ გაგვიგია.
მათი სამიზნე არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება, ნებისმიერ ფასად - ქვეყნის, ეროვნული ინტერესების ღალატის ფასად და ამის პიარს ვხედავთ ახლა ჩვენ.





