მიწისძვრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

თბილისის დროით 12:08 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრა 4.7 მაგნიტუდის იყო და ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროსთან 5 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკასთან მდებარეობდა.

ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

განახლება: ბოლო მონაცემებით, მიწისძვრა 4.9 მაგნიტუდის იყო. ამასთან, თბილისის დროით 12:10 საათზე, იმავე ეპიცენტრში მოხდა განმეორებითი, 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა.

კომენტარები