მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელ-ავივში, რამდენიმე საელჩოსა და დიპლომატიური შენობის სიახლოვეს, მათ შორის აშშ-ს საკონსულოს მიმდებარედ, აფეთქება მოხდა.
ისრაელური წყაროების ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ დიდი ზომის დრონმა გამოიწვია, რომელიც ისრაელის საჰაერო სივრცეში დაბალ სიმაღლეზე ფრენით ხმელთაშუა ზღვის მხრიდან შემოვიდა. თუმცა, ხელისუფლებას ჯერჯერობით აფეთქების გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება აშშ-ს საკონსულოდან 100 მეტრის დაშორებით შენობის სიახლოვეს მოხდა.
ინციდენტის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს 37 წლის მამაკაცი და 25 წლის ქალი, რომლებიც აფეთქების შედეგად დაშავდნენ, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამას გარდა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მასშტაბის ზიანი გამოიწვია აფეთქებამ.
X-ზე ასევე ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც სავარაუდოდ თელ ავივში მომხდარი აფეთქების დროს გადაღებული კადრები ჩანს:




