ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 18 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.22 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.16 თეთრით. 18 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6953 ლარია, ერთი ევროსი - 2.9476 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი - 2.96 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები