უპილოტო საფრენმა აპარატმა რუსეთში, კურსკის ოლქში მდებარე დაბალი ძაბვის დანადგარების ქარხანაზე იერიში მიიტანა. გაჩნდა ხანძარი.
როგორც ოლქის მეთაურის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა დაწერა, ცეცხლი კორენევოს დასახლებაში გაჩნდა. მისი მტკიცებით, უკრაინულმა დრონმა ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი დანადგარი ჩამოაგდო.
ტელეგრამ-არხი SHOT-ის ცნობით, ადგილობრივებმა გაიგეს ხმა, თუ როგორ მიფრინავდა რამდენიმე უპილოტო აპარატი, რის შემდეგაც აფეთქებების ხმა გაისმა.
Mash-ისა და BAZA-ს ცნობით, ხანძარი 400 კვადრატულ მეტრს მოედო. რეგიონის მეთაურის თქმით, არავინ დაშავებულა, თუმცა Mash-ი ერთ დაშავებულზე წერს.
16 ივლისს იერიშის სამიზნე გახდა ბელგოროდის ოლქიც. რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნება, რომ დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასულ ღამეს როსტოვის ოლქში 9, ბელგოროდის, კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში თითო და ოკუპირებული ყირიმის სანაპიროების მახლობლადაც 1 დრონი ჩამოაგდეს.





