ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია "მეგობარი აქტი", ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენ მეგობრულს. არამეგობრულ აქტს ეწოდება მეგობარი აქტი. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები.
tbl.ge/6u9i
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
MEGOBARI აქტი მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. ის ინიციირებულია კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ. ამ კანონპროექტის შესახებ ცნობილი პირველად 20 მაისს გახდა.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




