NATO-ს სამიტი

გახარია: საქართველომ ოქტომბერში ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს

ივანიშვილი და მისი პარტია წარმატებულები რჩებიან მიზანმიმართულად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განადგურებაში, ჩვენი ევროკავშირის წევრობისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის [განადგურებასთან] ერთად.

პირველად 2008 წლის შემდეგ, NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე საქართველო [ალიანსის] წევრობის კონტექსტში ნახსენები არ იყო. ქართული ოცნება ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს, საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს, [და] ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ და იზოლაციისკენ მიჰყავს.

საქართველომ ოქტომბერში ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს და დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უნდა დაუბრუნდეს.

წერს გიორგი გახარია X-ზე.

კომენტარები