NATO-ს სამიტი

დიდი ბრიტანეთი NATO-ს ცენტრშია – სუნაკი

BBC

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა  NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ბრიტანეთის როლზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის ჩართულობასა და ერთგულებას NATO-ს განვითარებაში.

“ამ კვირაში კიდევ ერთხელ გაოგნებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დაფასებულია ჩვენი წვლილი. ბრიტანელმა ხალხმა უნდა იცოდეს ეს და უნდა იამაყოს.“ - თქვა მან.

სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი იმაზე მეტს ხარჯავს NATO-ში, ვიდრე სხვა 20 ქვეყანა ერთად. 

"გაერთიანებული სამეფო აქ არის ამ ალიანსის დაწყების დღიდან. ამ კვირაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ დიდი ბრიტანეთი მის ცენტრშია." - თქვა სუნაკმა.

ამასთან, სუნაკმა თავის გამოსვლაში უკრაინის მდგომარეობასა და NATO-ში მისი გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა. კითხვაზე, გახდება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი ომის დასრულების წელსვე, მან თქვა, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც გარკვეული პირობები დაკმაყოფილდება.

"ამ სამიტიდან ძალიან ცხადია, რომ უკრაინა იქნება და უნდა იყოს NATO-ს წევრი." - თქვა სუნაკმა.

კომენტარები