საქართველო-აშშ

რაუფოღლუ MEGOBARI აქტზე: დიდი ალბათობით, კომიტეტი მიიღებს, კონგრესის წყაროებმა მითხრეს

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, საკუთარ X-ზე წერს, რომ MEGOBARI აქტს დიდი ალბათობით მიიღებენ. 

"საქართველოს სანქციების კანონპროექტი (ასევე ცნობილი როგორც MEGOBARI აქტი) წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე კარგად წარდგა. კომიტეტის სრული კენჭისყრა ხვალაა მოსალოდნელი. "დიდი ალბათობით მას კომიტეტი მიიღებს," - მეუბნებიან წყაროები კონგრესიდან." – წერს რაუფოღლუ.

აქამდე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე MEGOBARI აქტთან დაკავშირებით კონგრესმენბმა ბილ კიტინგმა და ჯო უილსონმა ისაუბრეს.

"MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. ის ინიციირებულია კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ. ამ კანონპროექტის შესახებ ცნობილი პირველად 20 მაისს გახდა.

კომენტარები