საქართველო-აშშ

კიტინგი: MEGOBARI აქტი ცხადყოფს, რომ ოცნების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

ბატონო თავმჯდომარე, ასევე მსურს, რომ ვისარგებლო ამ შანსით და მოკლედ გამოვხატო მყარი მხარდაჭერა MEGOBARI აქტის მიმართ, რომელიც წარდგენილი იყო ჩემი მეგობრის, ჯო უილსონის მიერ და მოიცავს ჩემი კანონპროექტი HR8845-ის ასპექტს, რომელიც ასევე წამოაყენა სენატორმა შაჰინმა სენატში. ორპარტიული MEGOBARI აქტი, რომლის თანასპონსორიც ვარ, ცხადყოფს ქართული ოცნების ხელმძღვანელობისთვის, რომ მათი ბოლო ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ამავდროულად ქართველი ხალხი იყო მტკიცე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში 30 წელზე მეტ ხანს. აშშ მხარს უჭერდა ამ ძალისხმევას.

თქვა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კონგრესმენმა ბილ კიტინგმა, რომელიც MEGOBARI აქტის თანაავტორია.

 
 

კომენტარები