თავდასხმა გლოვოს კურიერზე

გლოვო კურიერზე: გამოვთქვამთ მწუხარებას, გადავწყვიტეთ, ფინანსური დახმარება გავუწიოთ მას

თბილისში, გლოვოს კურიერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამასთან დაკავშირებით გლოვო განცხადებას ავრცელებს. 

"Glovo ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება. გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ პერიოდში, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.

Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ინციდენტის შეტყობინების წუთიდან ჩვენ ვინარჩუნებდით მჭიდრო კავშირს კურიერის ოჯახთან, უზრუნველვყავით ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და დამატებითი მითითებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

Glovo ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი, თავის მხრივ, საფუძვლიანად იკვლევს ინციდენტის გარემოებებს.

ვრჩებით მჭიდრო და მუდმივ კავშირზე კურიერთან და მის ოჯახთან და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ფინანსური დახმარება გავუწიოთ მათ ჩვენი სადაზღვევო პროვაიდერის დახმარებით და საკუთრივ Glovo-ს მხრიდან". - ნათქვამია განცხადებაში.

6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს, თემო სიგუას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც კურიერმა მისამართზე შეკვეთა მიიტანა. 

8 ივლისს, ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო რამიშვილმა განაცხადა, რომ გლოვოს კურიერს, თემო სიგუას, ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ჯერ ცნობილი არ არის, როდის დატოვებს იგი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკას.

კომენტარები