თავდასხმა გლოვოს კურიერზე

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გააგრძელებს მკურნალობას – გლოვოს კურიერის ექიმი

ორთოპედ-ტრავმატოლოგი ნინო რამიშვილის თქმით, გლოვოს კურიერს, თემო სიგუას, რომელსაც 6 ივლისს 8 პირი ფიზიკურად გაუსწორდა და იარაღით იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა, ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ჯერ ცნობილი არ არის, როდის დატოვებს სიგუა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკას.

"წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ, პაციენტი ამ ეტაპზე იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში, აგრძელებს მკურნალობას. როდის გაეწერება კლინიკიდან ჯერ არ არის ცნობილი". - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა.

სიგუას დედის ცნობით, გლოვოს კურიერზე თავდამსხმელი პირები ძებნაში არიან, მიმდინარეობს გამოძიება.

"სპეციალური ფეხსაცმელი დასჭირდებაო, რადგან ტერფზე ვერ დააბიჯებს და რეაბილიტაცია დასჭირდება 5-6 თვე. მაინც ვყოყმანობდი ოპერაციაზე იმიტომ, რომ ჯერ თქვეს კონსილიუმი უნდა შედგესო, კიდევ ვიღაც ექიმი უნდა ჩამოვიდესო, მივლინებით არისო გერმანიაში. 

[...] [დამნაშავეები] ძებნაში არიან გამოცხადებული, იმალებიან და მიმდინარეობს გამოძიებაო, მაგრამ მთელი თბილისი იმას ამბობს, რომ შანსი არ არის, რომ ტრავმატულმა ასე დაამსხვრიოს, დიდი, დიდი კანი დააზიანოსო". - თქვა სიგუას დედამ.

6 ივლისს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს, თემო სიგუას რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც კურიერმა მათ შეკვეთა გადასცა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები