ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 9 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.12 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.13 თეთრით. 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7511 ლარია, ერთი ევროსი - 2.9783 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.80 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.76 ლარია, ევროსი - 2.99 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები