ახლა უნდათ, რომ დაგვსაჯონ და თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა, ღირდა თუ არა - ამ [რუსული] კანონის მიღების დროსაც ვფიქრობდი, ეს იმდენ ხმაურს გამოიწვევდა, იქნებ არ ღირდეს-თქო, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ღირდა. იმიტომ, რომ ამას აშშ-სა და ბევრი სხვა დასავლური პოლიტიკური ინსტიტუციის მხრიდან იმხელა არაადეკვატური და არაპროპორციული რეაქცია მოჰყვა, რომ ვხვდები, ეს მათი, ვიღაცების ხელში ნამდვილად პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო შიდა პროცესებზე ზემოქმედების.
tbl.ge/6u37
დაკოპირდა
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი საქართველოსთან მიმართებით აშშ-ს გადაწყვეტილებებს. აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ ამ მომენტში, საქართველოსთან აშშ-ს ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.
ასევე, აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო, სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი პარტნიორებზე: ომის დასრულების შემდეგ, სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს
- კობახიძე: გვინდა, გავუფრთხილდეთ აშშ-ს რეპუტაციას, კარგია, რომ ქარდებს აღარ აქვეყნებენ
- კობახიძე: სიცრუის შემცველი ქარდებია, აშშ-ს ელჩმა ჩაიხედოს თანანამშრომლების საქმიანობაში
- კობახიძის თქმით, აშშ-ს საელჩო მანიპულაციებს მიმართავს და ელჩს მოუწოდებს, ქარდს ჩაუღრმავდეს
- კობახიძე აშშ-ს მხრიდან მიწვევის გაუქმებაშიც გლობალური ომის პარტიის კვალს ხედავს