რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ბელგოროდის, როსტოვის, ვორონეჟისა და ვოლგოგრადის ოლქებზე იერიში მიიტანა

ცეცხლმოკიდებული ნავთობსაცავი
კადრი 9 ივლისს გავრცელებული ვიდეოდან

უკრაინამ ბელგოროდის, როსტოვის, ვორონეჟისა და ვოლგოგრადის ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები მიიტანა.

ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 4 ადამიანი. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, სამიზნე ერთდროულად გახდა ოლქის რამდენიმე ქალაქი და სოფელი.

რამდენიმე ათეული დრონის სამიზნე გახდა როსტოვის ოლქიც, რუსეთის მტკიცებით, დრონების უმეტესობა მოიგერიეს, თუმცა, როგორც გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა თქვა, ერთ-ერთ რაიონში ორ ტრანსფორტმატორს ხანძარი გაუჩნდა.

უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიშები მიიტანეს როსტოვის ქალაქ დონის კალაჩზე. BAZA-ს ცნობით, დრონებმა დაარტყეს ნავთობსაცავსა და პურის საწარმოს. გუბერნატორის ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ადგილობრივების ცნობით, მათ ღამე ათამდე აფეთქების ხმა გაიგეს.

BAZA ასევე წერს, რომ სამიზნე იყო ვორონეჟის ოლქიც, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ყველა დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ჩამოაგდეს 3 დრონი ბელგოროდის ოლქში, 7 კურსკის ოლქში, 2 ვორონეჟისოლქში, 21 როსტოვის ოლქში, 5 კი - ასტრახანის ოლქში.

შუა დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც კიდევ 3 დრონი ჩამოაგდეს ასტრახანის ოლქში, ერთი კი - ბელგოროდის ოლქში.
 

კომენტარები