მე ვერ ვიტყვი, რომ ჩიხშია შესული მოლაპარაკება - ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან - მათ შორის არის, რა თქმა უნდა დროა და გირჩი, არის ახალიც, არის გარკვეული დეტალებიც, რომელიც უნდა შეჯერდეს ჯერ კიდევ, ამიტომ მე მოვერიდები ამაზე საუბარს კოლეგიალური ეთიკის დაცვით ბუნებრივია.
tbl.ge/6u1y
დაკოპირდა

თქვა, პარტია ლელოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ TV პირველის ეთერში.
აქამდე, ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკურენტი პარტიების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, საუკეთესო სინერგია ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებამ აჩვენა, რომელიც 2.5%-ით მეტ შედეგს დებს, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი.
ბოკერიას თქმით, ევროპულმა საქართველომ კვლევის შედეგების გაცნობამდე და ამის შემდეგაც მიმართა ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობას. თუმცა, მათგან მხოლოდ დუმილი და სატელევიზიო ზოგადი განცხადებები მიიღეს.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




