ირანი

ირანის სამთავრობო მედია: ირანული სამხედრო გემი პორტში შეკეთებების დროს გადაყირავდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეკეთების მიზნით ბენდერ-აბასის პორტში გაჩერებული ირანის საზღვაო ძალების ფრეგატი IRIS Sahand-ი გადაყირავდა.

ინტერნეტში გავრცელებულ სურათებში პორტში გადაყირავებული გემი ჩანს.

გავრცელებულ ინფორმაციას ირანულ სამთავრობო მედიაშიც ადასტურებენ, თუმცა მომხდართან დაკავშირებით დეტალური ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

"როდესაც ნავსადგომში Sahand-ის შეკეთება მიმდინარეობდა, [გემში] წყლის შეღწევის შემდეგ მან ბალანსი დაკარგა. საბედნიეროდ... ხომალდი მალევე დაუბრუნდება წონასწორობას". - ამბობს ირანული სამთავრობო მედია IRNA, რაშიც ქვეყნის საზღვაო ძალების განცხადებას ციტირებს.

კომენტარები