ირანი

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა

Reuters 

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩევლების 34.42%-მა, ანუ  30.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო. ფეზეშქიანმა ხმების 53% მოიპოვა, ხოლო მისმა კონსერვატორმა კონკურენტმა, საიდ ჯალილმა, რომელიც ცნობილია თავისი მკვეთრი ანტი-დასავლური პოზიციით ხმების 44.3% მოიპოვა.

28 ივნისს ჩატარებულ არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ: ყოფილი დეპუტატი მასუდ ფეზეშკიანი, უსაფრთხოების საბჭოს წევრი საიდ ჯალილი, პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ გალიბაფი და ყოფილი შს და იუსტიციის მინისტრი მოსტაფა პურმოჰამადი. ყველაზე მეტი ხმები ააგროვეს ფეზეშკიანმა (10.4 მილიონი ხმა) და ჯალილიმ (9.4 მილიონი ხმა). 

ფეზეშკიანი 71 წლის კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრია. ის ცნობილია, როგორც ირანის მორალის პოლიციის ერთ-ერთი კრიტიკოსი. ფეზეშკიანის ამომრჩეველს ირანის მსოფლიოსგან იზოლაციის დასრულებას და "ერთობისა და ერთიანობის" გაძლიერებას ჰპირდებოდა.

საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის მაისის თვეში ირანის ყოფილი პრეზიდენტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები